შალვა პაპუაშვილი ბაია პატარაიას განცხადებაზე - ეს ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა - არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას

არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას. ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უფლებადამცველის, ბაია პატარაიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ამბობს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და აგვისტოს ომის წინ რუსების შემოშვება, მათთვის კომფორტის შექმნა, პროვოკაციაა“.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობია“.

„რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა. არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ არ ამართლებს ქსენოფობიას. ბევრ ქვეყანას უწარმოებია ომი და ბევრი დღესაც აწარმოებს, სადაც ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ეროვნებები გამოარჩიოს და ისინი ზიზღის ობიექტად აქციოს.

ეს არის, მინიმუმ, ჩვენი, ქართული მსოფლმხედველობა. ზოგად ევროპულიც, წესით, ეს უნდა იყოს, ბოლო 80 წელი მაინც. სხვა შემთხვევაში, რაც ჩვენ ომები გადაგვიტანია, რამდენსაც ჩვენი ჭირი ნდომებია, ზიზღით და ბოღმით სავსე ერი უნდა ვყოფილიყავით. ასეთი ერი კი ათასწლეულებს ვერ გაუძლებდა. ამიტომ არიან ეს „ენჯეოები“ ქართულ საზოგადოებას აცდენილი. ამიტომ არის ის ზიზღი, სიძულვილი, შუღლი და მტრობა, რომლითაც ისინი, დღეს, ქუჩებში დაიარებიან, ასე უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. ყველას გვახსოვს, იმავე „ენჯეოების“ ქსენოფობიური კამპანია 2022 წელს. მაშინ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცამ, ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის ქალს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები საქართველოში ცხოვრობდა, ქვა ესროლა. რა თქმა უნდა, ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ხოლო ბრიუსელის პრესსპიკერი იტყვის, რომ ეროვნების გამო ვინმესთვის „ღორის" წოდების ქსენოფობიად მოხსენიება დეზინფორმაციაა. რა დაუშლის?“- წერს შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და მათ კომფორტი შეუქმნა. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის წინ, რუსი სამხედროების ჩამოყვანით საზოგადოებას სპეციალურად უწყობს პროვოკაციას, რომ შემდეგ „რუსი ღორების გამო, ისევ ქართველი პატრიოტები დაიჭიროს“.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია