ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს

2025 წლის 21-25 ივლისს ევექსში საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV Austria მიერ ჩატარდა საზედამხედველო აუდიტი, რომლის მიზანი იყო კომპანიის მიერ ხარისხის მართვის სისტემის — ISO 9001:2015-ის — შესაბამისობის შეფასება.

ISO 9001:2015 წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ორგანიზაციებისათვის ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბებისა და უწყვეტი გაუმჯობესების საფუძველს ქმნის. ამ სტანდარტის მიზანია მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლება, პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება, ორგანიზაციული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პაციენტების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

აუდიტის შედეგად დადასტურდა, რომ ევექსის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან. შეფასდა, რომ ორგანიზაციის შიდა მენეჯმენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები ეფექტურად მუშაობს, რაც ასახულია როგორც კლინიკური ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში, ისე ორგანიზაციული პროცესების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაში.

შესაბამისად, ევექსმა წარმატებით შეინარჩუნა 2024 წლის შემოდგომაზე მოპოვებული სერტიფიცირების სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის ერთგულებას ხარისხის, ეფექტურობისა და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ISO სერტიფიცირება მხოლოდ ფორმალური პროცედურა არ არის — ის სისტემური მიდგომაა მუდმივი განვითარებისთვის. ორგანიზაციისთვის ეს ნიშნავს ყოველდღიურ მზაობას თვითშეფასებისა და პროცესების ანალიზისთვის, თანამშრომლების ჩართულობის გაძლიერებას და მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის განვითარებას.

აღნიშნული შედეგი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევექსი თანმიმდევრულად აგრძელებს განვითარებას, ინარჩუნებს ლიდერობას პირველადი ჯანდაცვის სექტორში და ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს, რითაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის სამედიცინო ეკოსისტემის გაუმჯობესებაში

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო