რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით მტერმა ზაპოროჟიეს ოლქი 8-ჯერ დაბომბა. ასევე, დაარტყეს პენიტენციურ დაწესებულებას. 16 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა“, - აცხადებს ივან ფედოროვი.

ფედოროვის ცნობით, ექიმები დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსების დარტყმის შედეგად პენიტენციური დაწესებულების შენობა დაინგრა, ხოლო ახლომდებარე სახლები დაზიანდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა