პაატა მანჯგალაძე - რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა

უნდათ, ლეგიტიმაციის ილუზია შექმნან, თითქოს ხალხის უმრავლესობა მათ მხარესაა; ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას და ოპოზიციისა და პროტესტის დემორალიზებას, რომ დაგვაჯერონ, თითქოს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, „გორბის“ კვლევას.

მისი თქმით, „მთავარია, ყველამ დროზე გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა და დავიწყოთ სვლა რეალური ერთიანობისკენ“.

„გორბის“ ბოლო „კვლევა“ და ე.წ. ხელისუფლების შიდა დაპირისპირება ერთს გვაჩვენებს, რეჟიმი სერიოზულ კრიზისშია.

რატომ ავრცელებენ ყალბ კვლევებს? - უნდათ ლეგიტიმაციის ილუზია შექმნან, თითქოს ხალხის უმრავლესობა მათ მხარესაა; ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას და ოპოზიციისა და პროტესტის დემორალიზებას, რომ დაგვაჯერონ, თითქოს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს.

ამ კრიზისის გამოხატულებაა, ასევე შიდა დაპირისპირების გაღრმავება, რადგან იციან, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

სიმართლე მარტივია, ბოლო კვლევებმა აჩვენა, ოპოზიციის ჯამური მხარდაჭერა არის 57%, „ქართული ოცნების“ - მხოლოდ 35%.

როცა გაერთიანებისთანავე 57% ხალხის მხარესაა და 35% რეჟიმის, შიდა დაპირისპირებაში ჩაფლული რეჟიმი მარცხდება. მთავარია, ყველამ დროზე გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა და დავიწყოთ სვლა რეალური ერთიანობისკენ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „გორბმა“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.

გამოკითხულთა 10,7% „ლელო - ძლიერ საქართველოს“ ასახელებს; 10% - „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას“; 7,5% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“;

3,2% - „გირჩს“; 1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“; 1,1 % - სხვა პარტიებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა