არჩილ გორდულაძე - შეძრწუნებული ვართ და შიშით ვკრთით ალეკო ელისაშვილის რისხვის წინაშე - „ლელოელებმა“ და „გახარიელებმა“ თბილისის მერობის კანდიდატად დაე, ელისაშვილი დააყენონ

შეძრწუნებული ვართ და შიშით ვკრთით ალეკო ელისაშვილის რისხვის წინაშე - „ლელოელებმა“ და „გახარიელებმა“ თბილისის მერობის კანდიდატად დაე, ელისაშვილი დააყენონ და საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ მიიღონ! ვინ ვინ და მარტო ალეკო ელისაშვილს შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა.

გორდულაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „თბილისის მერის პოსტზე ელისაშვილზე უკეთეს კანდიდატურას ვერ მოიფიქრებდნენ“.

„ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით სერიოზული განცხადების გაკეთება შეუძლებელია. ეს ადამიანი დაცლილია ყველანაირი პრინციპისგან, ადამიანური დამოკიდებულებისგან - დღეს ერთს ამბობს, ხვალ - მეორეს. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მისი ქცევები უკანასკნელ პერიოდში. ეს ადამიანი იქამდეც მივიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამართლება და ქებაც კი დაიწყო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის