მიხეილ სააკაშვილი - მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დიდი ნაწილის დაპატიმრებას.

„მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუს-ი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიპის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.

ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან - უბრალოდ პროვოკატორი”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ