დონალდ ტუსკი - პოლონეთში 32 პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის დავალებით დივერსიულ აქტებს გეგმავდნენ

პოლონეთში 32 პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის დავალებით დივერსიულ აქტებს გეგმავდნენ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„32 ადამიანი გვყავს დაკავებული. ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რომლებიც მათ დივერსიული და თავდასხმითი აქტების განხორციელებას ავალებდნენ“, - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დაკავებულთა შორის არიან რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, პოლონელი და კოლუმბიელი.

პოლონეთის სპეცსამსახურების თქმით, დაკავებულმა კოლუმბიის მოქალაქემ, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა, გასულ წელს პოლონეთის ტერიტორიაზე ორი ხანძარი გააჩინა - 23 მაისს ვარშავაში და 30 მაისს რადომში.

„ეს სია საბოლოო არაა. დივერსიებისთვისა და თავდასხმებისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ჩვენი ქმედებების ეფექტიანობის მიუხედავად, დროა ყველა სამსახურის რეალური განგაში გავცეთ…

ნებისმიერი, ვინც პირდაპირ ან ირიბად ახდენს პოლონეთის სახელმწიფოს დესტაბილიზაციას, რუსეთის დაზვერვას ეხმარება. ასე რომ, დაუნდობლად ვიმოქმედებთ”, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ რუსული აქტივობა ასევე „გარკვეულ ორგანიზებულ პოლიტიკურ წრეებს ეხება“ და საზღვრებთან ვითარების დესტაბილიზაცია და სახელმწიფო სერვისების პარალიზების მცდელობები მსგავსია სხვა დივერსიული აქტების.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის