შალვა პაპუაშვილი - ერთი, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები

თავისთავად, ეს პროცედურები, რომლებიც მიმდინარეობს, გამომდინარეობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. ვხედავთ ჩვენ, რომ პროკურატურა სიღრმისეულად იკვლევს ამ საკითხს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე განხორციელდა შტურმი.

„ორი რამე უნდა ითქვას. პირველი, რაც შეეხება 20 ივნისს, უტყუარია, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. მათ შორის, იმავე სტრასბურგის სასამართლომ ესეც დაადგინა. აქ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს აფარებდნენ ნიკა მელიას და ამ შტურმის სხვა მონაწილეებს. სტრასბურგის სასამართლომ ააფარა პირდაპირ თავისი გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ეძახდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას. დღევანდელი გადმოსახედიდანაც რომ შევხედოთ, ერთი, ეს იყო შტურმი და ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე და მეორე, ამის საპასუხოდ არის კითხვები რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა ამ ძალადობრივი შტურმის წინააღმდეგ მოქმედებებისა, სპეციალური საპოლიციო ღონისძიებისა. ასე რომ, ვნახოთ. გამოიძიებს ყველაფერს პროკურატურა და შედეგსაც ვნახავთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს