კირ სტარმერი - დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს თუ ისრაელი სექტემბრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს თუ ისრაელი სექტემბრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„გამიზნული გვაქვს ორი სახელმწიფოს პრინციპის სიცოცხლისუნარიანობის დაცვა და პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეის წინაშე ვაღიარებთ, თუ ისრაელის მთავრობა არსებით ნაბიჯებს არ გადადგამს ღაზაში საშინელი ვითარების დასასრულებლად და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობის ერთგული არ გახდება, მათ შორის შიმშილის დასასრულებლად, გაერო-სთვის ღაზის ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენით, ცეცხლის შეთანხმებაზე დათანხმებით და იმის ცხადად გახდომით, რომ დასავლეთ სანაპიროზე ანექსირება არ იქნება“, - განაცხადა სტარმერმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპამდე მისვლას ღაზის სექტორიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გასვლა და „ჰამასის” ხელმძღვანელობის მოშორება სჭირდება.

„ჰამასმა” დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მძევლები, დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოაწეროს ხელი, მიიღოს ის ფაქტი, რომ ღაზის მთავრობაში არანაირ როლს არ ითამაშებენ და განიარაღდეს“, - განაცხადა სტარმერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეამდე დიდი ბრიტანეთი შეაფასებს მხარეებმა რამდენად შეასრულეს ეს ნაბიჯები.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე