გია ხუხაშვილი - ეს არის სუფთა კრიმინალური ოპერაცია, ამ პროცესში ვიღაცასთან მოილაპარაკებენ და მოიტანს ფულს - არის შემთხვევები, რომ იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე შეუძლია, რომ მოიტანოს, გავიხსენოთ რიჟვაძის „ქეისი“

ეს არის სუფთა კრიმინალური ოპერაცია, ამ პროცესში ვიღაცასთან მოილაპარაკებენ და მოიტანს ფულს - არის შემთხვევები, რომ იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე შეუძლია რომ მოიტანოს, გავიხსენოთ რიჟვაძის „ქეისი“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ატარებს ოპერაციას, რომლის მიზანიც ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირების მიერ კორუფციული გზით დაუფლებული ქონების ამოღებაა.

ბიძინა ივანიშვილს პირადად შეექმნა პრობლემები. მის კეთილდღეობას სერიოზული ზიანი მიადგა და ამან დააჩქარა პროცესი. პროცესი დააჩქარა მისი კეთილდღეობის შეფერთხვამ და ამ ყველაფრის შევსება უნდა. მან დაიწყო თავისი ცხვრების პარსვა და ამ ოპერაციის ჩასატარებლად, მას სტერილურად შენახული ჯგუფი ჰყავდა კობახიძის ჯგუფის სახით, რომლებიც ნაკლებად შემჩნეული იყვნენ კორუფციაში და მათი ხელით, დაგეშილი ლეკვების ხელით, დაიწყო ეს პროცესი. თვითონ არ ჩნდება, ვითომ არაფერ შუაშია.

ქართული გამოთქმა არსებობს - „ქურდის ქურდი ცხონდაო“. ბიძინას კორუფციას ვერავინ დააბრალებს, თვითონ არაფერი არ მოუპარია, სხვებმა მოიპარეს და იმათ ართმევს, ერთგვარი არსენა ოძელაშვილია. რაღაც ნაწილს მერე ქველმოქმედებაშიც გადააგდებს და გვეტყვიან მერე, რომ მდიდარს წაართვა და ღარიბებს მისცა. 5-10%-ს სოციალურ პროექტებში გაუშვებს.

ეს არის სუფთა კრიმინალური ოპერაცია. ამ პროცესში ვიღაცასთან მოილაპარაკებენ და მოიტანს ფულს. არის შემთხვევები, რომ იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე შეუძლია რომ მოიტანოს. გავიხსენოთ რიჟვაძის „ქეისი“, იმაზე მეტი მოსთხოვეს, რაც შეეძლო და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ფაქტობრივად კაცი. ვიღაცებთან დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კალაძესთანაც მოლაპარაკებები მიდის, ამის ბევრი სიმპტომი არსებობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ კვლავ გახდეს მერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კორუფციის გამო დაიჭერენ.

კახა კალაძისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ თბილისის მერად დარჩეს. მას უნდა წასვლა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, სულ არაფერში არ ჭირდება მერობა, რაც უკვე აქვს იმითაც ძალიან კმაყოფილია, მაგრამ ესმის, რომ ერთადერთი, რაც მას იმუნიტეტს მიანიჭებს, ეს არის მერად დარჩენა, ყველა სხვა შემთხვევაში ის გაიზიარებს ძალიან მძიმე ბედს. როგორც ჩანს, მას წაუყენეს რაღაც პირობები. პარალელურად უყურებდა, რომ ერთი დაიჭირეს, მეორე დაიჭირეს, მესამე დაიჭირეს და თან განცხადებები კეთდება, შეიძლება შენ კი არ დაგაყენოთ, სხვა დავაყენოთო. ფიქრობს, რომ სხვა რომ დააყენონ თბილისის მერობის კანდიდატად, მე დამიჭერენ, ამიტომ გატყდა. ეს არის წმინდა წყლის მაფიოზური, კრიმინალური სიტუაცია სისტემის შიგნით, კრიმინალური-ჩაცუცქული გარჩევები მიდის, ამდენი მოიტანე, იმდენი მოიტანე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის