აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა - პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ მას სერიოზულად უნდა მოეკიდონ

დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

ტემი ბრიუსი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას გამოეხმაურა.

„ის [დონალდ ტრამპი] მომთმენი იყო და ეს, ალბათ, ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა. ვფიქრობ, არასწორი ინტერპრეტაციების დრო გავიდა“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ნაწილია.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა, რომ მას სერიოზულად უნდა მოეკიდონ, რადგან ის სერიოზული ადამიანია და ამის შედეგებს მთელ მსოფლიოში ვხედავთ. პრეზიდენტი არ არის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად იღებს. ცხადია, ეს თავიდანვე განიხილებოდა და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე