რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა

რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, წლების მანძილზე მათთან შედარებით მცირე ვაჭრობა გვაქვს, რადგან მათი ტარიფები ზედმეტად მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, და სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაძაბული და შემაწუხებელი არაფულადი სავაჭრო ბარიერები აქვთ. ასევე, მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისგან შეისყიდეს, და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობები შეწყვიტოს - ეს ყველაფერი ცუდია! შესაბამისად, ინდოეთი 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, ამასთან ერთად ჯარიმას ზემოთ ხსენებულისთვის, დაწყებული პირველი აგვისტოდან“, - წერს ტრამპი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა