ლევან ხაბეიშვილი - მამუკა მდინარაძის პირველი გრანდიოზული მარცხი - კალაძემ შიდა ბრძოლა მოუგო და 800 მილიონის გადანაწილების „ფურცელიც“ გამოუწერეს

მამუკა მდინარაძის პირველი ღია მარცხი – კალაძემ შიდა ბრძოლა მოიგო, პარტიამ „ფურცელიც“ გამოუწერა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით შიდა დაპირისპირებაში თბილისის მერმა კახა კალაძემ გამარჯვება მოიპოვა, ხოლო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ – მარცხი.

„მამუკა მდინარაძის პირველი გრანდიოზული მარცხი - კალაძემ შიდა ბრძოლა მოუგო და 800 მილიონის გადანაწილების „ფურცელიც“ გამოუწერეს. იმდენად ჩამოშლილია ივანიშვილის პარტია, რომ ახლა კალაძის „დაქნევა“ საბოლოო ჩამოშლას ნიშნავდა, ამიტომ „აირტყა“ მდინარაძემ“,- წერს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ხელისუფლებას ასევე აკრიტიკებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით და კითხვებს სვამს გამოძიების მიმდინარეობაზე:

„რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღის ვიდეოები გასაჯაროვდა?!

3 კვირაზე მეტი სჭირდება ვიდეოს მონტაჟს?! რიჟვაძის ვიდეოზე რა ხდება?!

ლაშა ცანავას ვიდეო რომ შემოგვთავაზეთ - მკვლელობაზე მნიშვნელოვანია?!” - წერს ხაბეიშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს