სოფო ჯაფარიძე - თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები - ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება

თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები. ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძის განცხადებით, ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და დისკრედიტაცია ყოვლად მიუღებელია.

“ჩვენი ყველას მიზანი, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, მგონია, რომ ერთია - რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმი და ამ დროს იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც უშიშრად იბრძვის, მცდარიც რომ გეგონოს მისი გზა, უბრალოდ არასწორია. თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები.

ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და აქტიური მებრძოლის დისკრედიტაცია არის ყოვლად მიუღებელი. ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ფოკუსი სწორად გვქონდეს გასწორებული. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, - წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს