დონალდ ტრამპმა ბრაზილიიდან და სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრაზილიიდან და სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები დააწესა.

ტრამპმა ბრაზილიური საქონლის უმეტესობაზე 50%-იანი ტარიფი დააწესა, თუმცა, ისეთი სექტორები, როგორიცაა თვითმფრინავები და ენერგეტიკა, მაღალი გადასახადებისგან გაათავისუფლა. როგორც BBC წერს, ახალი ტარიფები ძალაში 6 აგვისტოს შევა და არა 1-ელ აგვისტოს, როგორც ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე 15%-იან ტარიფს დააწესებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორეის რესპუბლიკასთან სრული და სრულყოფილი სავაჭრო შეთანხმება დადო“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე, თეთრ სახლში სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ოფიციალური სეული დათანხმდა შეერთებულ შტატებში 350 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მის მიერ შერჩეულ პროექტებში და 100 მილიარდი დოლარის თხევადი ბუნებრივი აირის და სხვა ენერგეტიკული პროდუქტების შეძენას.

იქამდე კი, რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია