დონალდ ტრამპი - გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს - ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!

გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად ჩამოშალონ, რადგან ეს ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. ინდოეთთან ძალიან მცირე ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს — მათი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასევე, რუსეთსა და აშშ-ს შორის თითქმის არანაირი ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. მოდით, ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად ინდოეთის მიერ რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობისა და ნავთობის შესყიდვა დაასახელა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

“ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10 დღე. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1) რუსეთი ისრაელი ან ირანი არ არის. 2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით!“ - დაწერა დიმიტრი მედვედევმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა