უკრაინული მედია - უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებს, მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა არავინ მისცა.

შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. მეორე დღეს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოკიდებული ხდებოდნენ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი 22 ივლისის საღამოს მოაწერა. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

საზოგადოებისა და ევროკავშირის გამოხმაურების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა 24 ივლისს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს რადაში საკუთარი კანონპროექტი წარადგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!