ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევზე თავდასხმაზე - ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს - ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას

ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს. ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს, რითაც რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

მათივე თქმით, ეს მშვიდობიანის მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული სისასტიკეა.

„რუსეთმა კიდევ ერთხელ შეუტია კიევს რაკეტებითა და დრონებით - ეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითია. ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს. ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, -წერს სამინისტრო.

შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსებმა კიევზე თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით განახორციელეს. რუსულმა ძალებმა კიევში ოთხ რეგიონსა და 27 ლოკაციას დაარტყეს.

რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე, ხოლო დაშავებულთა 88-მდე გაიზარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს