„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. კალაძის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადებული ნდობისა და "რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანისთვის".

"დღეს, ამ ლამაზ და მშვიდ საღამოს, არ გვაქვს უფლება, პირველ რიგში, მადლობა არ გადავუხადოთ ქართველ ხალხს შარშან, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის. შარშან შედგა რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ.სწორედ ამ გამარჯვებამ მოგვცა შესაძლებლობა, დღეს მთელი ყურადღება გადავიტანოთ თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე. შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მეტი სიკეთე საქართველოს თითოეულ კუთხეში.მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს თბილისის მერობის კანდიდატად წარმოადგინეს ნამდვილი ჩემპიონი.

"ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა.

მისივე მტკიცებით, კახა კალაძეს შეუძლია, თბილისის თითოეული კუთხის მეტად განვითარება, მოწესრიგება და გალამაზება, რაც თითოეულ თბილისელს სჭირდება.

„ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.

მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად - მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი - კახა კალაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა. ღონისძიებას ასევე დაესწრო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო