„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორმა გიორგი კავსაძემ შუამდგომლობაში განმარტა, თუ რა მოქმედებები განხორციელდა ბრალდებულის მიერ. კავსაძის თქმით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს "ვოთსაფის" მეშვეობით დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის საფასური 5 600 დოლარი იქნებოდა.

პროკურორის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ყაზბეგის გამზირზე მდებარე "თიბისი ბანკიდან" ცანავას ანგარიშზე 150 დოლარი გადაურიცხა, რაც მითითებულ თანხას გამოაკლდებოდა, შემდეგ კი თანხის ნაწილი გადასცა.

კავსაძის თქმითვე, საქმეში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები არსებობს.

პროკურორის თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები არსებობდა.

პროკურორის განმარტებით, ცანავა "იკვეხნიდა გავლენიანი მეგობრებით და როგორი ცინიკურიც არ უნდა იყოს, ის საკუთარ ანგარიშებს იყენებდა". კავსაძის თქმით, დანაშაულში შესაძლოა, ჩართული იყვნენ სხვა პირებიც, ამიტომ ის შესაძლოა, მათ საერთო პოზიციაზე შეუთანხმდეს.

შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, უცხო ქვეყნის - ირანის - ორი მოქალაქე, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, აგენტ-პროვოკატორები არიან. ტყეშელაძის თქმით, თუკი, დანაშაულის ჩადენას ჰქონდა ადგილი, აღნიშნული პირები რატომ არ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციაში და რატომ მივიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ადვოკატის თქმით, ლაშა ცანავა სუს-მა ამოიღო სამიზნედ, რათა მისთვის საქმე "შეეკერათ".

ადვოკატის თქმით, ცანავას ქმედება, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ცინიკური კი არ არის, არამედ "მართალი ადამიანის ქმედებაა", რომელიც გარკვეულ დახმარებას უწევდა სხვას. ტყეშელაძის თქმითვე, თანხას არავინ იღებს კამერების წინ.

ადვოკატის თქმით, ცანავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულია ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს, რის გამოც, ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ცნობისთვის, ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექსვიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა