სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი უნდა დაიწყოს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მზია ამაღლობელი საქართველოს სიმბოლოა.

„მოლოდინი მაქვს როგორც ყოველთვის და ბოლომდე, რომ სამართალი იზეიმებს, თუმცა ამის საფუძველი არავის მოუცია ჩვენთვის. მთავარი არის ის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი, არამედ ეს იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს უსამართლობაში, მონაწილეობდა პირველივე დღიდან და პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის და ისტორიის წინაშე, რაც დღეს გადაწყდება.

ეს ცხადია, რომ მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედებაა, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყნის მიმართ. ის, რაც ხდება დღეს, მზია არის სიმბოლო საქართველოსი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, სასამართლოში მისვლამდე, მეხუთე პრეზიდენტმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებულ საქმეზე სოციალურ ქსელშიც დაწერა.

„დღეს ჩვენ ვართ მზია! მისი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება. პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ.

მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის