არჩილ გორდულაძე - დიპლომატი დიპლომატს აღარ ჰგავს - პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს

დიპლომატი დიპლომატს აღარ ჰგავს - პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

გორდულაძე იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელს ბოდიში აქვს მოსახდელი.

„მაშინ, როდესაც დიპლომატი ჰერჩინსკი წინასაარჩევნო პერიოდში გამოდის და საზოგადოებას მიმართავს, რომ თუ თქვენ ევროპული არჩევანი გინდათ, „ქართულ ოცნებას“ მხარი არ დაუჭიროთ, ვინმემ ახსნას, ეს რა დიპლომატიურ ჩარჩოში ჯდება. როდესაც ვამბობთ, რომ პაველ ჰერჩინსკის ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ შორის მან ბოდიში ასეთი განცხადებების გამო უნდა მოიხადოს, რადგან ესეც აგრესიული მოვლენების წამახალისებელი იყო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანები ქვეყანაში სიძულვილსა და შუღლს აღვივებენ და ელჩს ამაზე განმარტებების გაკეთება არ უნდა.

როდესაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს რეზოლუციების სახით, რომელიც აბსოლუტური ტყუილებით არის სავსე და პაველ ჰერჩინსკი განცხადებას არ აკეთებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს“, - განაცხადა გორდულაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა