მამუკა მდინარაძე - „მშვიდობიანი დამხობა“ არ არსებობს - ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან ან დაზღვევასთან გვაქვს საქმე - „მშვიდობიანი მკვლელობა“, შეიძლება? თუ ვინმეს დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა პასუხი

რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა „დამხობასთან” ერთად ამბობენ “მშვიდობიანს”. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “მშვიდობიანი დამხობა” არ არსებობს, ოპონენტები კი ცდილობენ, რომ დამხობისკენ მოწოდება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, მშვიდობიანობის კონტექსტით დააზღვიონ.

“მშვიდობიანი მკვლელობა” - შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? “მშვიდობიანი დამხობა” არ არსებობს. თუ ვინმე სიტყვა „დამხობას“ ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ სიტყვა - „მშვიდობიანი“ არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამხობს, სიტყვა „მშვიდობიანს“ ნუ ამატებს.

“ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა” - შეძლება ასეთი რაღაც ილაპარაკო? - ასეთ სისულელეს ამბობენ. ვითომ აზღვევენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ სისულელე კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაში და არც არაფერში ჯდება, როდესაც მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკობ, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის