ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გრძელდება - ამ დროისთვის დასკვნით სიტყვას ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატი წარმოთქვამს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი გრძელდება.

ამ დროისთვის დასკვნით სიტყვას, მზია ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატი ჯუბა ქათამაძე წარმოთქვამს. მანამდე კი, 7 საათზე მეტი დროის განმავლობაში, ადვოკატი მაია მწარიაშვილი საუბრობდა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილის განცხადებით, პროცესზე სიტყვა მიეცემათ სხვა ადვოკატებს და ასევე ბრალდებულ მზია ამაღლობელსაც.

„ქალბატონ მაიას 7 - საათიანი დრო მივეცი დასკვნითი სიტყვა, ასევე სხვა ადვოკატებსაც მივცემ დროს და თქვენც მოგცემთ. მე როგორც წინა სხდომაზე განვაცხადე, დღეს უნდა დავასრულო ადვოკატების დასკვნითი სიტყვა“, - განაცხადა ნინო სახელაშვილმა.

ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე(პრიმა) მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის