ელენე ხოშტარია - დღემდე ვრჩები ჩემ აზრზე, რომ ცვლილებისთვის ერთი კონკრეტული თარიღის დათქმა არ არის სწორი, თუმცა გავიაზრე საზოგადოების ის კრიტიკა, რომელიც მივიღე, რომ ეს კამათი ჯობია იყოს შიგნით

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 ოქტომბერი არ არის გადამწყვეტი თარიღი, ახალი ეტაპი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ საუბრისას აღნიშნა, 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილი თარიღია და ქვეყნის ბედი ამ თარიღზე არ არის დამოკიდებული.

„თუ სტრატეგიაზე თანხმდები, დანარჩენზე უნდა შეძლო ტაქტიკურად მოილაპარაკო და ისე იმოქმედო. 4 ოქტომბერი არანაირ თარიღად არ მიმაჩნია, რადგან ეს არის „ოცნების“ მიერ შექმნილი ხელოვნური თარიღი. ამასთან, ქვეყნის ბედი არ გადის 4 ოქტომბერზე. არ არის საუბარი იმაზე, რომ 4-ში ქუჩაში არავინ არ უნდა გავიდეს, მაგრამ მე ვერ მოვიტყუებ თავს და ვერც ვერავის მოვატყუებ, რომ 4-ში მთავრდება ან იწყება რამე. დღეს უკვე დაწყებულია, 250 დღეა და გრძელდება. გვჭირდება ახალი ეტაპი. მგონია, რომ ეს ეტაპი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს",- განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე მოსაზრებით, „ქუჩის ბრძოლა“ უნდა გახდეს მწვავე, ხოლო სექტემბრიდან პროტესტი ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს.

ხოშტარიას თქმით, 4 ოქტომბრამდე ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, თუმცა მხოლოდ ერთ თარიღზე მოლოდინის შექმნა სწორი არ არის.

„ქუჩაში ბრძოლას არა თუ პერსპექტივა აქვს, არამედ პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს ამოცანა, რომ ქუჩაში ბრძოლა იყოს მწვავე. გვაქვს ამოცანა, რომ ამ პროტესტში ახალი ეტაპი დაიწყოს. ჩემი მოსაზრებით, ეს არის სექტემბრიდან, მაშინ როდესაც ვიზალიბერალიზაციის თარიღი არის დაკიდებული, ჩვენ ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ.

მე დღემდე ვრჩები ჩემ აზრზე, რომ ცვლილებისთვის ერთი კონკრეტული თარიღის დათქმა არ არის სწორი. თუმცა გავიაზრე საზოგადოების ის კრიტიკა, რომელიც მივიღე, რომ ეს კამათი ჯობია იყოს შიგნით. თუ რომელიმე პარტია გადავა „წითელ ხაზს“ და ეს „წითელი ხაზი“ არის რეჟიმთან თანამშრომლობა, თუ ვინმე ამ ხაზს გადავა, ჩვენი პარტნიორი ვერ იქნება.

იმავე პოზიციაზე ვრჩები, რომ 4 ოქტომბრამდე უნდა ვიბრძოლოთ. არ მიმაჩნია სწორად, რომ ერთი თარიღი დათქვა, როდესაც რაღაცას მოახდენ. მივხვდი, რომ საზოგადოების შეკვეთა არის - „თუ ხართ ერთ პოზიციაზე, შეთანხმდით“. არის ფორმები, რასაც საზოგადოება გვკარნახობს, ამიტომ მე ვარ ღია იმისთვისაც, რომ ჩემი შეცდომებიც ვაღიარო“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე