სალომე ზურაბიშვილი - არაფერი არ არის მზია ამაღლობელის საქმეში, გარდა ცრუ ჩვენებისა - ცხადად გამოჩნდა, რომ ამაში ჩართულია ხელისუფლება, არის ზეწოლა, რათა ეს საქმე გახდეს პოლიტიკური

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და ყველა ბრალდება „მითებსა და კონსპირაციის თეორიებს“ ეფუძნება.

ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება პროცესში ჩართულია და ზეწოლას ახდენს, რათა საქმე პოლიტიკურად წარმოაჩინონ, თუმცა ეს პოლიტიკური საქმე არ არის.

„ჯერ არ სჯიან და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. დღეს ყველაზე ნათელი იყო ის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ყველა ბრალდება თუ ხმები იმის შესახებ, რომ მზია ვიღაცის დავალებით რაღაცას ასრულებდა, ეს მითები და კონსპირაციის თეორიები ჩამოეცალა. არაფერი არ არის საქმეში, გარდა ცრუ ჩვენებისა. ადვოკატმა ეს ყველაფერი დეტალურად ახსნა. 10 საათი ვიყავით და ამის იქით არაფერია სათქმელი. ასევე ცხადად გამოჩნდა, რომ ამაში ჩართულია ხელისუფლება, არის ზეწოლა, რათა ეს საქმე გახდეს პოლიტიკური. ეს არ არის პოლიტიკური საქმე და უნდა დამთავრდეს ასე.

ორშაბათს მოვისმენთ მზიას განცხადებას. მოითხოვა, რომ დღეს ფიზიკურად არ შეუძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მერე ან საერთოდ სასამართლო თავის თავს გამოუტანს განაჩენს ან თავისუფლება მზიას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს