მაია მწარიაშვილი - თუ სასამართლო იტყვის, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა, ეს იქნება პაროდია სამართალზე, ეს იქნება პაროდია მართლმსაჯულებაზე - პროგნოზი ერთადერთია, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი

თუ სასამართლო იტყვის, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა, ეს იქნება პაროდია სამართალზე, ეს იქნება პაროდია მართლმსაჯულებაზე, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაია მწარიაშვილის თქმით, პროგნოზი ერთადერთია, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, რადგან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება არის დაცინვა სამართალზე.

„ეს პროცესი არის სარკე იმისა, თუ შიგნით ჩაიხედავთ, ძალაუფლებას როგორ ბოროტად იყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები: პოლიცია, პროკურატურა, ხელისუფლება, ყველაფერია ამ საქმეში, ყველაფერს წაიკითხავთ. პროგნოზი ერთადერთია, აქ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, ეს არის დაცინვა სამართალზე და სამართლიანობაზე“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი სასამართლო პროცესი დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში