აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ - ისმის შეძახილები „თავისუფლება რეჟიმის“ ტყვეებს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ გამსახურდიას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს. ისმის შეძახილები „თავისუფლება რეჟიმის” ტყვეებს.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლოს ეზოში შეკრებილები ჯერ მარშით „ბათუმელების” ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაკავებულების დროულ გათავისუფლებას. ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისიდან და რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს