დონალდ ტრამპი - რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბირთვული იარაღის შესახებ საუბრობდა და როცა ბირთვულ იარაღზეა საუბარი, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბირთვული იარაღის შესახებ საუბრობდა და როცა ბირთვულ იარაღზეა საუბარი, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - ჩვენ სრულიად მზად ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი დაიმუქრა, რის შემდეგაც მან ბირთვული წყალქვეშა ნავების შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისთვის გასცა.

„ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამას ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დაიმუქრა და ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად სად განლაგდება ბირთვული წყალქვეშა ნავები.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა