ამერიკელი სენატორი - ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება

ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება, - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან რუსეთთან ახლოს ბირთვული წყალქვეშა ნავები გაგზავნა.

„ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობისკენ ისწრაფვის და არა კონფლიქტისკენ. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის არც ობამაა, არც ბაიდენი და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. თქვენ საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებთ!“, - წერს ლინდსი გრემი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ მან „შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გასცა“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს