ირაკლი კობახიძე - როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ელჩის ეს ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ღირებულებები გაცვდა ევროპულ ბიუროკრატიაში.

„ამას როცა ემატება ის, რომ ასეთი ელჩი ქირაობს ჯერ რეზიდენციას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან და შემდეგ ბოლნისში მიყვება ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პრაქტიკულად წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც სხვა ტიპის ოპოზიციურ აქტივობებშია პირდაპირ ჩართული, ეს ყველაფერი მეტყველებს ფართო გაგებით კორუფციაზე, რომელიც სამწუხაროდ ღრმად არის გადგმული დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა