სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს - რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა - გაშიშვლდნენ ისინიც, ვისაც შეუძლია არ შეიმჩნიოს, როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელსა და ნინო დათაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ “რეჟიმი მათ წინაშე გაშიშვლდა”.

მისივე თქმით, საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი გამარჯვებულნი არიან, “რეჟიმი კი - უსუსური”.

“მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი…

რეჟიმი თქვენ წინაშე სრულიად გაშიშვლდა. და გაშიშვლდნენ ის ადამიანები, ვისაც ამის გამართლებაც შეუძლიათ და არც ცხვენიათ. ვინც ვერ ბედავს ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვას..

და ვისაც დღეს შეუძლია ეს უსამართლობა არ შეიმჩნიოს. არ შეიმჩნიოს, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს უსასტიკეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს.

მაგრამ საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს, მზია და ნინო გამარჯვებულნი არიან და რეჟიმი კი უსუსური”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს