არსებული ინფორმაციით, უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც მაზმიშვილის მამამ, მირიან მაზმიშვილმა განმარტა, პოლიციის თანამშრომლები მათ სახლში გვიან ღამით, ფანჯრებიდან შევიდნენ და სახლის ჩხრეკა დაიწყეს.

მისივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები იარაღის გამოჩენას სთხოვდნენ.

„02:30 საათზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღებით და სახლის ჩხრეკა დაიწყეს. თქვენით გამოაჩინეთ იარაღიო, არ ვიცი, რა იარაღს ეძებდნენ. ჩვენ ერთი, კანონიერად გაფორმებული, სანადირო თოფი გვაქვს და ისიც წაიღეს.

მესმის, რომ [ჩხრეკის] ორდერი ჰქონდათ და სახლი გაჩხრიკეს, რა საფუძველი ჰქონდათ არ ვიცი. გაჩხრიკეს გავიგე, მაგრამ ეს ავეჯი რატომ დამილეწეს? ვარიანის პოლიციის უფროსი, ამ საწოლში ჩაწვება?

რას უკავშირდება ვერ ვიგებ. ჩემი შვილი რომ უკრაინაში იყო, თუ მაგას უკავშირდება - კი ბატონო, ყველაფერი მესმის, მაგრამ ის ტერორისტი კი არ იყო. წავიდა, იბრძოლა და დაბრუნდა. რადგან ცოცხალი დაბრუნდა, ესე იგი ტერორისტია?

ჩემი შვილი 2008 წელს აქ იბრძოდა და სოხუმში, ომში ჩემთან ერთად იყო. მეც ომის ვეტერანი ვარ, რა დავაშავეთ, ქვეყანას ვემსახურებით“, - აღნიშნა მირიან მაზმიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე