გია ვოლსკი პეტერ ფიშერზე - როდესაც პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, ყველა ეტიკეტის დარღვევის მწვერვალია - ადასტურებს, რომ შეუძლია დაიკავოს პოზიცია, თუ რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის ქართველი ხალხი

გერმანიის ელჩის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ იგი არათუ პატივს არ სცემს საერთოდ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, შეუძლია, განზრახ დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომლითაც დაანახებს, თუ რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის საქართველო, ხალხი, საზოგადოება და ჩვეულებრივად, ისე, თითქოს არაფერი ხდება, დაარღვიოს დიპლომატიური და პოლიტიკური ეტიკეტი, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლს ქირაობს.

მისი თქმით, როდესაც პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს, შემდეგ მას დაჰყვები მხარდასაჭერად, ეს უპატივცემულობის და ყველა ეტიკეტის დარღვევის გარდა, პოლიტიკური კორუფციაა.

„გამჭვირვალობა, რასაკვირველია, არის აუცილებელი და გამჭვირვალობის გარდა, ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, ეს არის უპატივცემულობის და ყველა ეტიკეტის დარღვევის მწვერვალი. ამასთან დაკავშირებით სწორი განცხადებები გააკეთეს პრემიერმაც, პარლამენტის თავმჯდომარემაც. ეს არის პოლიტიკური კორუფცია, როდესაც სარგებლობს გარკვეული შეღავათით, ფართით და შემდეგ ამას უთანხმებს პოლიტიკურ პოზიციებს ან - პირიქით.

შეიძლება აქ გარკვეული დარღვევაც აღმოჩნდეს უკვე ხაზარაძეების ოჯახის მხრიდან, თუკი არ იხდიან გადასახადს იმ შემოსავლიდან, რომელიც ამ ქირის თანხიდან აქვთ მიღებული. ეს სერიოზული დანაშაულია და მით უმეტეს, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიოდე, ხალხს სთხოვდე მხარდაჭერას, თავს დებდე იმაზე, რომ პატიოსანი პოლიტიკა არის შენი გზის მანათობელი და თან სჩადიოდე ასეთ მანიპულაციებს - ეს შესაბამისი დასკვნების გაკეთებას მოითხოვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა