შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე - ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს - სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ყველამ თავისი ყურით მოისმა კიდევ ერთხელ ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი. ყველამ კარგად მოისმინა ის დანაშაულები, რომელიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომის თაობაზე განუცხადა, რომელიც 4 აგვისტოს არის ჩანიშნული.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს, რომელსაც პარლამენტი სექტემბერში პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

„მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ღიად, საჯაროდ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ყველამ თავისი ყურით მოისმა კიდევ ერთხელ ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი. ყველამ კარგად მოისმინა ის დანაშაულები, რომელიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ. ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ, მოვისმინეთ და ყველა მტკიცებულებაც გამოჩნდა. ვიცით, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს. ასე რომ, ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში. სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია