თენგიზ შარმანაშვილი - საგამოძიებო კომისიის დასკვნაში უამრავი ფაქტია, რომელშიც სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩანს, მათ შორის იმ პირების მხრიდან, რომლებსაც ბრალი აქამდე არ წარდგენიათ - მე რომ პროკურორი ვიყო, პირთა წრე გაფართოვდებოდა

ეს არ იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომ „მე ასე მიმაჩნია, მორჩა და გათავდა“ - არც ერთი ფაქტი არ იქნება წყაროს და მტკიცებულებების მითითების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი მოცულობითია და ის 400-ზე მეტ გვერდიანია.

„დასკვნა შედგება სხვადასხვა თავებისგან და ეს თავები მოიცავს მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მის შეფასებებს. არც ერთი ფაქტი, რომელიც არის მოხმობილი, არ იქნება წყაროს და მტკიცებულებების მითითების გარეშე. ეს არ იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომ „მე ასე მიმაჩნია და მორჩა და გათავდა“. ეს იქნება დოკუმენტი, სადაც ყველა ფაქტზე იქნება მითითებული შესაბამისი მტკიცებულება. ექნება მას დანართები, როგორც დოკუმენტური მასალა, ასევე ვიდეომასალა. ძალიან მძიმე ფაქტები გამოიკვეთა, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე, ქონებრივი უფლებების დარღვევაზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე. ასევე, არის უამრავი მასალა 2008 წლის ომთან დაკავშირებით...,“ - განაცხადა შარმანაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება გაიზარდოს იმ პირთა წრე, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, პასუხობს, რომ ეს პროკურატურის შესაფასებელია.

მისივე თქმით, დოკუმენტში არის მითითებული უამრავი ფაქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს პოტენციურად, როგორც სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მათ შორის, იმ პირების მიმართ, როლებსაც ბრალი აქამდე არ წარდგენია.

„პროკურატურაში გაიგზავნება ყველა მასალა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის, დასკვნაც. პროკურატურის საქმეა, ვის მიმართ ჩათვლის საჭიროდ, რომ დევნა განახორციელოს. დოკუმენტში არის მითითებული უამრავი ფაქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს პოტენციურად, როგორც სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მათ შორის, იმ პირების მიმართ, რომლებსაც ბრალი აქამდე არ წარდგენია. დანარჩენი პროკურატურის შესაფასებელია. მე რომ პროკურორი ვიყო, პირთა წრე გაფართოვდებოდა იმ არსებული მასალიდან გამომდინარე, რომელსაც მე ვიცნობ, მაგრამ მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ ვინმეს ბრალი წავუყენო,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო