თენგიზ შარმანაშვილი - საგამოძიებო კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაც მოხდა, საქართველოში აღარასდროს განმეორდეს! თითქოს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გვცოდნია!

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას დიდი მნიშვნელობა მარტო იმიტომ არა აქვს, რომ შევაფასოთ ის, რაც მოხდა, მთავარია, რომ ეს საქართველოში აღარასდროს განმეორდეს! თითქოს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გვცოდნია! - ეს განაცხადა კომისიის დასკვნით სხდომაზე კომისიის წევრმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა და აქვე დასძინა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ამისთვისაც ღირდა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ძალიან მძიმე მასალას ასახავს.

„იმის მიუხედავად, რომ ყველას ჰქონდა განცდა, რომ ყველაფერი ვიცით და ფაქტები ისედაც ცნობილია, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. როდესაც ადამიანებს პირადად ესაუბრები და მათი გამოკითხვა პირადად ხდება, უფრო მძაფრად დგება მასშტაბი იმისა, რასთან გაქვს საქმე. თითქოს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გვცოდნია - ბევრი ისეთი ფაქტი იყო, რაზეც ითქვა, რომ აქამდე არ ვიცოდით.

ყველა მიმართულებით ეს არის ძალიან მძიმე მასალა. ძალიან მძიმე იყო წუთები, რაც აქ ყველამ ერთად გავიარეთ და გავიაზრეთ, რასთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა.

კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.

დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობა პარლამენტის ვიცე-სპიკერს თეა წულუკიანის ჩაბარდა. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით წარმოდგენილი არიან დეპუტატები: - სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" - თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და ალუდა ღუდუშაური.

აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარ დასკვნას, რომელიც დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე