ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, აქტივისტებმა  სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები განათავსეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, აქტივისტმა მალხაზ ირემაძემ პერფორმანსი გამართა.

მან შენობის წინ სხვადასხვა შინაარსის ბანერები განათავსა, წარწერებით - „სასამართლომ უნდა დაიცვას ხალხი და არა სისტემა“, „მზიასთვის, მაგრამ არა მხოლოდ მზიასთვის“, ღმერთი არ დგას უსამართლობის მხარეს“, „ნუ იტყვი ეს ჩემი საქმე არაა“, „წესიერება არ არის დანაშაული“, „მზიას პროცესზე ტარდება წესიერების გამოცდა“, „ჩვენ არ ვითხოვთ მოწყალებას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას“ და ა.შ.

ადგილზე ასევე იმყოფებიან მზია ამაღლობელის სხვა გულშემატკივრები, რომლებსაც ადგილზე გაშლილი აქვთ დაპატიმრებული ჟურნალისტის მხარდამჭერი ბანერები. ისინი სკანდირებენ - „თავისუფლება მზიას!“

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე დასასწრებად სასამართლოსთან საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.

ცნობისთვის, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი უნდა გაიმართოს, დღევანდელ პროცესზე ჟურნალისტი საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს