სალომე ზურაბიშვილი - ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც

ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ [მზია ამაღლობელს], მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც - სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ [მოსამართლეს საქმე] ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში განაცხადა.

„არ მაქვს მოლოდინი. ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი, რომ მე პროგნოზებს არ ვაკეთებ. ძალიან მძიმე დღე არის. საზოგადოებას დასცინიან ამ გაგრძელებით [განაჩენის გამოცხადების გადადებით]. ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ [მზია ამაღლობელს]. ეს წასვლა-წამოსვლა რთულია. ცხადია, რთულია ფსიქოლოგიურადაც, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო. სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს