სალომე ზურაბიშვილი - მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებსა და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ - დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური დევნა

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მზია ამაღლობელის საქმეზე, სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, სისტემის მიზანი მისი სულიერად გატეხაა.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა. მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებსა და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ. სისტემას ჰქონდა ყველა საჭირო დრო. ეს არ არის სამართლიანობის გადადება - ეს არის სამართლიანობის ბოროტად გამოყენება“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე, ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს