ნინო წილოსანი - ლიეტუვაში ჩემი და ჩემი კოლეგების არასასურველ პირთა სიაში შემტანი მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა - საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?

ლიეტუვაში ჩემი და ჩემი კოლეგების არასასურველ პირთა სიაში შემტანი მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა - სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი წერს.

“საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?“ - წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასისმა დღეს ოფიციალურად განაცხადა გადადგომის შესახებ, რასაც მისი მთავრობის გადადგომა მოჰყვება.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გარდა, პალუცკასისი ასევე ტოვებს ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობას, რომელიც ქვეყნის პარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალაა.

კანონის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს 15 დღე აქვს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატის წარსადგენად. მანამდე პალუკასისის კაბინეტი მოვალეობებს დროებით შეასრულებს.

„სოციალ-დემოკრატები“ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატს ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე განსაზღვრავენ.

31 ივლისს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ პალუცკასისმა გადადგომის შესახებ მიმართა.

როგორც ცნობილია, ლიეტუვაში პალუცკასისის გარშემო არაერთი სკანდალი აგორდა, როდესაც ჟურნალისტებმა მისი საეჭვო ბიზნესკავშირები გამოავლინეს. ამის საფუძველზე, ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მათი გარემოებების გამოძიება დაავალა. ნაუსედამ პალუცკასისს ბრალდებებზე ახსნა-განმარტებისთვის ორი კვირა მისცა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა