ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრზე, რუბენ ბრეკელმანსზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „უკრაინას ახლა უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო მასალა სჭირდება“.

„როგორც ნატო-ს მოკავშირე პირველი ქვეყანა, ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს, (მათ შორის Patriot-ის სისტემის ნაწილებსა და რაკეტებს). ეს უკრაინას საკუთარი თავისა და დანარჩენი ევროპის რუსული აგრესიისგან დასაცავად დაეხმარება“, - აცხადებს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნიდერლანდებს ნატო-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში აშშ-ის შეიარაღების პირველი პაკეტის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ჩვენს მოკავშირეებს იმისთვის, რომ უკრაინას აწვდიან იმ აუცილებელ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც მას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად ესაჭიროება. უახლოეს მომავალში სხვა მოკავშირეებისგან მნიშვნელოვან განცხადებებს ველოდები“, - აღნიშნა მარკ რუტემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა