შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე - მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?

მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, რომ მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ხაზარაძე ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას, სამი წელი, ეგონა, რომ ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი.

"წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობა"-ო, ამჯერად უკვე საგადასახადო თაღლითობაში გამოჭერილი ხაზარაძე, ისევ ტერმინების თაღლითური ჟონგლიორობით ცდილობს გამოძრომას.

რომ არ დავიბნეთ, "წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის საკითხი" ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, ვის უნდა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი ხაზარაძეს თუ ელჩ ფიშერს. ანუ ხაზარაძე, ამ პოსტით, ხელს ელჩ ფიშერისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას, სამი წელი, ეგონა, რომ ელჩს უნდა გადაეხადა ხაზარაძის საშემოსავლო გადასახადი.

მისი მდგმურისკენ რომ ხელს იშვერს თავის დასაძვრენად, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ, ბანკირს ის უნდა, დაგვაჯეროს, რომ ეგონა, რომ მის საშემოსავლოს სხვა გადაიხდიდა?” - წერს პაპუაშვილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა