დიმიტრი მედვედევი - საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის მოხსნა ახალ რეალობას წარმოადგენს, რომლის გათვალისწინება ჩვენს ყველა ოპონენტს მოუწევს - შემდგომ ნაბიჯებს დაელოდეთ!

საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის მოხსნა ახალ რეალობას წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის მოხსნის შესახებ ნატო-ს ქვეყნების ანტირუსული პოლიტიკის შედეგია. ეს არის ახალი რეალობა, რომლის გათვალისწინებაც ჩვენს ყველა ოპონენტს მოუწევს. შემდგომ ნაბიჯებს დაელოდეთ“, - დაწერა მედვედევმა X-ზე.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „რუსეთი თავს ვალდებულად აღარ მიიჩნევს, რომ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე დაწესებული თვითშეზღუდვები დაიცვას“.

„სიტუაცია ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკული წარმოების საშუალო რადიუსის რაკეტების ფაქტობრივი განლაგებისკენ ვითარდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი იარაღის განლაგებაზე ცალმხრივი მორატორიუმის შენარჩუნების პირობები გაქრა. საპასუხო ზომების კონკრეტულ პარამეტრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამერიკული და სხვა დასავლური საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგების მასშტაბების, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის ზოგადი განვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე