შალვა პაპუაშვილი - შვედეთის ელჩმა უნდა განმარტოს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადება ვრცელდება თუ არა საქართველოზეც

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში შვედეთის ელჩმა უნდა განმარტოს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება არის თუ არა „შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე გადაწყვეტილების მიღების დროს და ვრცელდება თუ არა ის საქართველოზეც“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

პაპუაშვილის შეფასებით, შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას.

„ელჩის ფუნქცია ზუსტად ისაა, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ ვნახეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის პროგრესისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ დააკანონოს ლგბტ ქორწინება. თქვა პირდაპირ, მკაფიოდ და არა ორაზროვნად. ახლა, კითხვა მარტივია შვედეთის ელჩის მიმართ, რომ განმარტოს მისი მთავრობის პოზიცია - ეს წამოსცდა პრემიერ-მინისტრს თუ ეს არის შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე გადაწყვეტილების მიღების დროს და შესაბამისად, საქართველოზეც ვრცელდება თუ არა ეს პოზიცია. აი, ეს სიტყვები უნდა განმარტოს შვედეთის ელჩმა იმიტომ, რომ ეს არის ზუსტად ელჩის საქმიანობა. ნაცვლად ამისა, შვედეთის საელჩო დაკავებულია სხვადასხვა ძალადობაში ბრალდებული ადამიანების პროცესებზე ფოტოების გადაღებით, თავმოწონებით და ექსტრემისტი „ენჯეოების“ დაფინანსებით. ეს არის სინამდვილეში ძირის გამოთხრა დიპლომატიური მისიებისთვის და წარმომადგენლობის იდეისთვის. ნაცვლად იმისა, რომ განგვიმარტოს, რა არის შვედეთის პოზიცია, იმალება შვედეთის საელჩო. ის ემალება ქართველი ხალხის კითხვას და სამაგიეროდ, დღისით მზისით ექსტრემისტების მხარდაჭერას არ ერიდება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია