შალვა პაპუაშვილი - გარედან მართული ძალები ყველა ფლანგიდან ცდილობენ, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში - დამხობა ის მეთოდია, რომლის გარეშეც ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

გარედან მართული ძალები ყველა ფლანგიდან ცდილობენ, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში - დამხობა ის მეთოდია, რომლის გარეშეც ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „მწამებლები და თაღლითები ხალხის დემოკრატიულ მანდატს ვერასდროს მიიღებენ, ამიტომ ღიად აცხადებენ, რომ ძალადობის მეთოდზე გადადიან“.

„გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ხალხი, რომლებიც ძალადობრივ გადატრიალებაზე ლაპარაკობს, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან - ეს ისე, რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირის ღირებულებები.

გუშინ პირდაპირ მკვლელობით მუქარა იყო. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე, პირდაპირ კედელთან მიაყენებენ მათ, ვინც არ ეთანხმება და როგორც ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, შუბლში ტყვიას დაახლიან.

ეს ევროკავშირის ხელფასზე მყოფმა ადამიანმა თქვა და პაველ ჰერჩინსკიმ არც კი იკადრა მის მიერ გადახდილი ხელფასით მომუშავე ადამიანი დაეგმო, როცა ამბობს, რომ დეპუტატებს ტყვია შუბლში უნდა დაახალო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო