შალვა პაპუაშვილი „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე - საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა რომ ერთად დასხდებიან, გასაგებია, რა განაჩენსაც მიიღებენ ხალხისგან - თაღლითს რომ მატყუარა დაამატო, ამით არაფერი კარგი არ გამოდის

ოთხი პარტია გაიყო, აქედან ორი ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობს, ორი მონაწილეობს - ეს არის დივერსიფიცირების მცდელობა, რომ ასეც სცადონ და ისეც სცადონ! - ასეთ შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკეთებს.

აქვე პაპუაშვილმა დასძინა ისიც, რომ “თვითონაც იციან, არჩევნებში წარმატების შანსი რომ არ აქვთ, ამიტომაც ზოგიერთი ოპოზიციონერი რადიკალი გეგმას გულუბრყვილოდ ასაჯაროებს“.

“აქვთ გეგმა, რომ 4 ოქტომბერს შეიკრიბონ, ქვეყანა გადაატრიალონ და 90-იანი წლები გამართონ. მათ ეს დაკვეთა აქვთ მიღებული.

რაც შეეხება “ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანებას, საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა რომ ერთად დასხდებიან, გასაგებია, რა განაჩენსაც მიიღებენ ქართველი ხალხისგან. თაღლითს რომ მატყუარა დაამატო, ამით არაფერი კარგი არ გამოდის და ხალხისგან შესაბამისს პასუხსაც მიიღებენ.

მათი მთავარი პირობაა, რომ თუკი ხელში ხელისუფლებას ჩაიგდებენ, უცხო ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან. როგორც კი ეტყვის მათ უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილის მძღოლი, მეორე დღესვე რუსეთისთვის სანქციებს დააწესებენ. ქართველი ხალხის ინტერესის განხილვა შკალაშიც კი არ არის - იქნება მითითება სანქციებზე? დააწესებენ სანქციებს! იარაღით შევარდები! - შევარდებიან იარაღით! რა არ ამბობდნენ, ომი გვინდა და უსანქციობას სანქციები და ბომბები ჯობიაო?!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია