გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, რომელსაც განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, აღნიშნული სხდომა მოულოდნელად გადადო.

ერთკვირიანი თათბირის შემდეგ, ტყეშელაშვილი განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.

გასულ პროცესზე ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა.

მისი და დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“, ამასთან, მათი განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს.

„ჩხრეკა არ გადაიღეს და ახლა ცდილობენ დაამტკიცონ, რომ [ნარკოტიკი] მე მეკუთვნოდა... ნივთს რომ ხელი მოკიდო, მასზე დნმ კვალი უნდა დარჩეს, კვალი გაყალბებულია. მასზე ჩემი თითების ანაბეჭდების არსებობა იქნებოდა ობიექტური.

ნარკოტესტი არ ჩამიტარა გამოძიებამ, რადგან იცოდნენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვიყავი და მათი პატაკი გაუქმდებოდა“, - განაცხადა საბოლოო სიტყვაში ბრალდებულმა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს