პარლამენტი - ნოემბერში, საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - PABSEC-ის პრეზიდენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასაფ ჰაჯიევმა აღნიშნა PABSEC-ში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებული როლი და სამ ქვეყანას შორის შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერში, ბულგარეთში დაგეგმილ PABSEC-ის გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - PABSEC-ის პრეზიდენტი.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარეობას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება და საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობას აქტიურად წარუძღვება.

შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს