ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„აღინიშნა დიალოგის ხელშეწყობისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიოში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე, ასევე გაეროს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების, ისევე, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გატარებულ რეფორმებზე.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს